Tuesday, April 19, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

                დღევანდელი დღე გამორჩეული და განსხვავებული იყო. დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები; მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები; ტრენერისგან მივიღეთ რეკომენდაციები, რომელსაც
გავითვალისწინებთ პროექტის განხორციელებისას.            

მერვე დღის რეფლექსია

                     

              დღევანდელი დღე მეტად დატვირთული, აქტიური და საინტერესო იყო. ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის განთავსება და რედაქტირება; გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშებს; ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროცედურებზე. მივიღეთ მითითებები სახლში სამუშაოდ.

მოსწავლის პრეზენტაცია

Sunday, April 3, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

                   ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის ნასწავლის გახსენებით. გუგლ დრაივში ატვირთული პროექტის შაბლონს მივამატეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები, შემდეგ პოვერ პოინტში ავაწყეთ მასწავლებლის პრეზენტაცია, ავტვირთეთ გუგლ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მივიღეთ საშინაო დავალება-მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია' 

ჩემი პროექტის პორტფოლიო

                            ჩემი პორტფოლიო იხილეთ . აქ                       

Saturday, April 2, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

   შევაჯამეთ წინა ტრენინგის მასალები, განვიხილეთ ბუკლეტები, გავეცანით მეორე მოდულის აქტივობას-მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები-ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.კითხვები შევარჩიეთ  პროექტის მიხედვით. გადავამოწმეთ და ტრენერის მითითებით ჩავასწორეთ. მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
    დავიწყეთ მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე. მივიღეთ საშინაო დავალება.

მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები

               ზოგადი კითხვა

         1) როგორ გვეხმარება ლიტერატურა ეპოქალური მოვლენების უკეთ გაცნობაში?
         2)როგორ გესმით ლეიბნიცის სიტყვები:,,აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის                          მშობელი მომავალისა".         

                თემატური კითხვები

         1)რატომ ჰქვია XVIII საუკუნეს ისტორიული გზაჯვარედინი საქართველოს ყოფნა-                 არყოფნის საკითხში?
         2)რა მოუტანა ქვეყანას გეორგიევსკის ტრაქტატმა?
         3)რამ აიძულა  ერეკლე, რომ ,,სხვას განუბოძა" თავის ,, ყმათა ცხოვრება"?
           

             შინაარსობრივი კითხვები

     1)როდის მოხდა კრწანისის ბრძოლა და რით დასრულდა იგი?
     2)რა არგუმენტები მოჰყავს ერეკლეს თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად?
     3)რა კონტრარგუმენტებით ცდილობს სოლომონი თავისი პოზიციის გამყარებას?
     
                              

                       

Sunday, March 13, 2016

მესამე დღის რაფლექსია

   შევაჯამეთ განვლილი მასალა. შემოწმდა ბუკლეტები, ბლოგებზე გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროექტის მიზნები და ამოცანები. ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები; შევავსეთ პროექტის შაბლონი და ესგ-დან მოვარგეთ შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორები. დღევანდელი მასალის ცოდნა დამეხმარება პროექტის უკეთ დაგეგმვასა და თანმიმდევრულად წარმართვაში.
მოსწავლეები შეძლებენ:

. ნ. ბარათაშვილის პოემაში ,, ბედი ქართლისა"ასახული ეპოქის შესწავლა-გაანალიზებას;

.ინფორმაციის შეგროვებას სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური წყაროებიდან;

.ერეკლესა და სოლომონის მოსაზრებების შედარება-შეპირისპირებას;

.შეძლებენ პოემაში გამოხატული იმ პრობლემების გაშუქებას, რომელიც დღესაც აქტუალურია;

.დახასიათებითი და კვლევითი ესეების შესრულებას და აუდიტორიის წინაშე წარდგენას;

.რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობებზე მოძიებული მასალების პრეზენტაციას თანატოლებთან.

Saturday, March 12, 2016

ბუკლეტი

ქართულის სწავლა პროექტების მეშვეობით
       კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში. წელს განვახორციელებთ ორ სხვადასხვა პროექტს,რომელიც ჩემს მოსწავლეებს დაეხმარება,თავიანთი ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ. ნამუშევრებში გამოხატონ ქართული ენის სიდიადე და მისი განუყოფელობა ცხოვრებასთან.

      ღმერთების ენა   

,,ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა.მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი. ძლიერია, როგორც სვეტი-ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი."
                                                         ილია II                   

მეორე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ ბლოგის შიგთავსის, დიზაინის მართვის ხელსაწყოების გამოყენება. ასევე რედაქტირება და ყოველი ახალი ინფორმაციის შეტანა.ეს ყოველივე გამოგვადგება სასკოლო ცხოვრებაში.საჭირო და მეტად საინტერესო იყო ბუკლეტის შექმნა.სწავლას გვიადვილებს ჩვენი ტრენერის, ქალბატონი ლალის, მონდომება და შესაშური მოთმინება.

Friday, March 11, 2016

პროექტის იდეა

     ნიკოლოზ ბარათაშვილის ისტორიული პოემა ,,ბედი ქართლისა" მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი ერის პატრიოტულ სულისკვეთებასა და გამძლეობაზე; გვიჩვენებს ეროვნული თვითშეგნების ამაღლების უნაპირო მაგალითებს, ქვეყნის გულშემატკივართა მცდელობას შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი გზების საპოვნელად.
    მოსწავლეები გამოიკვლევენ XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიულ ვითარებას; პოემის წაკითხვის შემდეგ ისინი ერთმანეთთან დააკავშირებენ ლიტერატურულ ცოდნასა და მოძიებულ მასალას; იმსჯელებენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითებზე XVIII, XX,XXI საუკუნეებში;  გააანალიზებენ, თუ რა არის პატრიოტი ადამიანისათვის ყველაზე ფასეული.
     სლაიდ-შოუს გამოყენებით, მოაწყობენ ლიტერატურულ შეხვედრებს ერეკლესა და სოლომონთან; დაამზადებენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველ პოსტერებს; გამოუშვებენ ბუკლეტებს; ნამუშევრებს გაუზიარებენ თანატოლებს.