Thursday, March 24, 2016
Sunday, March 13, 2016
მესამე დღის რაფლექსია
შევაჯამეთ განვლილი მასალა. შემოწმდა ბუკლეტები, ბლოგებზე გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროექტის მიზნები და ამოცანები. ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები; შევავსეთ პროექტის შაბლონი და ესგ-დან მოვარგეთ შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორები. დღევანდელი მასალის ცოდნა დამეხმარება პროექტის უკეთ დაგეგმვასა და თანმიმდევრულად წარმართვაში.
მოსწავლეები შეძლებენ:
. ნ. ბარათაშვილის პოემაში ,, ბედი ქართლისა"ასახული ეპოქის შესწავლა-გაანალიზებას;
.ინფორმაციის შეგროვებას სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური წყაროებიდან;
.ერეკლესა და სოლომონის მოსაზრებების შედარება-შეპირისპირებას;
.შეძლებენ პოემაში გამოხატული იმ პრობლემების გაშუქებას, რომელიც დღესაც აქტუალურია;
.დახასიათებითი და კვლევითი ესეების შესრულებას და აუდიტორიის წინაშე წარდგენას;
.რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობებზე მოძიებული მასალების პრეზენტაციას თანატოლებთან.

Saturday, March 12, 2016
ბუკლეტი
ქართულის სწავლა პროექტების მეშვეობით
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში. წელს განვახორციელებთ ორ სხვადასხვა პროექტს,რომელიც ჩემს მოსწავლეებს დაეხმარება,თავიანთი ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ. ნამუშევრებში გამოხატონ ქართული ენის სიდიადე და მისი განუყოფელობა ცხოვრებასთან.
ღმერთების ენა
,,ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა.მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი. ძლიერია, როგორც სვეტი-ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი."
ილია II

მეორე დღის რეფლექსია
შევისწავლეთ ბლოგის შიგთავსის, დიზაინის მართვის ხელსაწყოების გამოყენება. ასევე რედაქტირება და ყოველი ახალი ინფორმაციის შეტანა.ეს ყოველივე გამოგვადგება სასკოლო ცხოვრებაში.საჭირო და მეტად საინტერესო იყო ბუკლეტის შექმნა.სწავლას გვიადვილებს ჩვენი ტრენერის, ქალბატონი ლალის, მონდომება და შესაშური მოთმინება.
Friday, March 11, 2016
პროექტის იდეა
ნიკოლოზ ბარათაშვილის ისტორიული პოემა ,,ბედი ქართლისა"
მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი ერის პატრიოტულ სულისკვეთებასა და გამძლეობაზე; გვიჩვენებს ეროვნული თვითშეგნების ამაღლების უნაპირო მაგალითებს, ქვეყნის გულშემატკივართა მცდელობას შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი გზების საპოვნელად.
მოსწავლეები გამოიკვლევენ XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიულ ვითარებას; პოემის წაკითხვის შემდეგ ისინი ერთმანეთთან დააკავშირებენ ლიტერატურულ ცოდნასა და მოძიებულ მასალას; იმსჯელებენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითებზე XVIII, XX,XXI საუკუნეებში; გააანალიზებენ, თუ რა არის პატრიოტი ადამიანისათვის ყველაზე ფასეული.
სლაიდ-შოუს გამოყენებით, მოაწყობენ ლიტერატურულ შეხვედრებს ერეკლესა და სოლომონთან; დაამზადებენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველ პოსტერებს; გამოუშვებენ ბუკლეტებს; ნამუშევრებს გაუზიარებენ თანატოლებს.

Subscribe to:
Posts (Atom)